ახლაგაზრდობის რეგიონული ცენტრი ეხმაურება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ბატონი თორნიკე რიჟვაძის ინიციატივას, რომელიც მაღალ რისკ ჯგუფში შემავალი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მარტოხელა პენსიონერების, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე, სარეცელს მიჯაჭვული პირებისთვის სასურსათე კალათის და პირველადი მედიკამენტების მიწოდებას გულისხმობს.
ახალგაზრობის რეგიონულმა ცენტრმა მოხალისეების რეგისტრაცია და გადამზადება დაიწყო.
ცენტრი, წითელ ჯვართან ერთად, სრულად ჩაერთვება მოხალისეების მობიზილებისა და დისტანციურად გადამზადების, ასევე აღჭურვის პროცესში.
მოხალისეობის მსურველებს რეგისტრაცია ცენტრის ფეისბუქ გვერდზე ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსების შედეგად შეუძლიათ.
მოხალისეთა რეგისტრაციის ლინკი: https://forms.gle/42HSGudDj2nfLf7w6