რუსეთის ფედერალური საბჭოს ასამბლეის დელეგაციამ, რომელსაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ ოზეროვი ხელმძღვანელობს, გალის რაიონში რუსეთთან ე. წ. საზღვრის სამშენებლო სამუშაო მოინახულა. ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლბი გუდაუთის რუსულ სამხედრო ბაზასაც ეწვია.
ამასთან, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის ე. წ. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც რუს სამხედროებთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
რუსეთის ფედერალური საბჭოს დელეგაცია აფხაზეთს 9 ოქტომბერს დატოვებს.