გუდაუთაში აფხაზეთის მუსულმანების სასულიერო სამმართველოს მეჩეთის შენობა დაცხრილეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სეპარატისტული აფხაზეთის შს სამინისტროში არსებულ მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, რამდენიმე დაიჭრა. მეჩეთს, რომელიც იმპროვიზირებულია და კერძო სახლშია განთავსებული ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გაუხსნეს.
ადგილზე ე.წ. სამართალდამცავები იმყოფებიან, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.