რეინტეგრაციის აკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინცინდენტების თავიდან ასაცილებლად "ახალი მექანიზმები უნდა იქნას მოფიქრებული. როგორც იაკობაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში" ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ამ მიზნით ყველაზე ეფექტური მექანიზმი კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვებაა.
"დელეგაციის წევრებისგან მივიღეთ პირობა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეშვებასთან დაკავშირებით რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდება" - განაცხადა იაკობაშვილმა, რომლის განმარტებითაც საერთაშორისო დამკვირვებლების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეშვებას რუსეთის მიერ მოგონილი მიზეზები ვერ დაბლოკავს. რაც შეეხება სოფელ ტირძნისიდან გატაცებულ მოზარდებს, იაკობაშვილის განმარტებით, ამასთან დაკავშირებით "ახალი არაფერია".