გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ოთხმხრივი შეხვედრა დასრულდა. პრევენციული ზომების შესამუშავებლად მუშა შეხვედრაზე ძირითად საკითხად ქართველი ჯარისკაცების მკვლელობა განიხილებოდა.
18 წლის პირველგალელები კობა ჯღარკავა და ირაკლი გადახავა ე.წ. აფხაზურ ჯარში იძულების წესით წაიყვანეს. მათ გაქცევა სცადეს, რის შემდეგაც უკვე რუსული ჯარის სპეციალურ დამსჯელ ბრიგადაში, ერთი ოჩამჩირეში მეორე კი სოხუმის ნაწილებში მოხვდნენ. ორივე ახალგაზრდა ერთსა და იმავე დღეს ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილებს წამების ნიშნები ეტყობოდათ.
დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ მსგავს ფაქტებს განიხილავდნენ. ასევე დღის წესრიგში იყო ქართველთათვის ე.წ. საზღვრის გადაკვეთის უფლების მიცემა და ზოგადად ადამიანის უფლებათა ხელყოფის ფაქტები.