ანალიზმა აჩვენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონად ტრამპს კორონავირუსი არ აქვს, - ნათქვამია ტრამპის პირადი ექიმის შონ კონლის განცხადებაში.
კონლის თქმით, ბრაზილიის დელეგაციასთან შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ პრეზიდენტს არანაირი სიმპტომი არ გამოვლენია.
მანამდე, ვაშინგტონში ბრაზილიის საელჩოში განაცხადეს, რომ ბრაზილიის დელეგაციის კიდევ ერთ, მესამე წევრს ნესტორ ფოსტერს, რომელიც ტრამპის შეხვედრას ესწრებოდა, კორონავირუსი დაუდგინდა.
ექიმმა დაადასტურა, რომ გასულ კვირას ბრაზილიის დელეგაციასთან შეხვედრის დროს ტრამპს ჰქონდა მოკლე კონტაქტი ადამიანთან, რომელსაც სამი დღის შემდეგ ვირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა.
ამის გარდა, ტრამპის კიდევ ერთ სტუმარს, რომელიც იმ საღამოს პრეზიდენტთან ერთად ერთ მაგიდასთან იჯდა, დაუდგინდა კორონავირუსი, - ამის შესახებ ცნობილი პარასკევს საღამოს გახდა, დააზუსტა კონლიმ.
მისი თქმით, ტრამპს, ვირუსის პირველ მატარებლთან შეზღუდული კონტაქტი ჰქონდა, რომელიც შემოიფარგლა ხელის ჩამორთმევით და საერთო ფოტოს გადაღებით.
მეორე პირთან მან უფრო მეტი დრო გაატარა, მაგრამ მათ ურთიერთობას ადგილი ჰქონდა ამ ადამიანის სიმპტომების გამოვლანამდე. ტრამპის ექიმის განცხადებით, ასეთ შემთხვევებში ინფიცირების რისკები მაღალი არ არის.