სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეშვების აუცილებლობაზე საუბრობს.
"ჩვენ არ ორიენტირებული ევროკავშირის მისიის ფორმატის შეცვლაზე. მთავარია მისია კონფლიქტურ რეგიონებში შევიდეს და მონიტორინგის ფუნქცია იქ განახორციელოს", - განუცხადა სემნებმა ჟურნალისტებს.
მისივე შეფასებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ახლაც, როცა მას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება არ აქვს მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.
შეგახსენებთ რომ სემნები დღეს დილით სასტუმრო რედისონში ევროკავშირის წევრი ქვეყნების 27 ელჩს შეხვდა, რომლებთანაც სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა.