ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორს კორონავირუსი დაუდგინდა, მას შემდეგ რაც, იგი გასულ კვირას, 7 მარტს, შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამს ფლორიდაში შეხვდა.
ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
ბრაზილიის პრეზიდენტის კომუნიკაციების ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ რაც ფაბიო ვაინგარტენს კორონავირუსი დაუდგინდა, მიღებულია ყველა პროფილაქტიკური ზომა, ბრაზილიის პრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ვაინგარტენი ჟაირ ბოლსონაროსთან ერთად აშშ-ში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. მოგვინაებით მან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც დონალდ ტრამპის გვერდით იდგა.
ვიზიტის ამსახველ ვიდეოში ჩანს, რომ იგი ახლო მანძილზე იმყოფება, ბრაზილიისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებთან.
თავდაპირველად, კომუნიკაციების ოფისის ხელმძღვანელმა უარყო ინფორმაცია, რომ მას კორონავირუსზე შემოწმება უტარდებოდა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ ის თვითიზოლაციაში იმყოფება.
ბრაზილიის მთავრობამ აღნიშნული ინფორმაცია შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ აცნობა.