ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობა დაიხურა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
შეერთებული შტატების კონგრესის გადაწყვეტილებით, 1-ელ აპრილამდე დაიხურა კაპიტოლიუმის შენობა, სადაც განთავსებულია კონგრესის წარმომადგენელთა პალატა და სენატი.
ამ დროისთვის, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1323 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 38 პაციენტი გარდაიცვალა.