"აფსნიპრესის" ინფორმაციით, ბაღაფში გალში ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მოწყობის საკითხებს განიხილავს.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სეპარატისტული მთავრობის უშიშროების საბჭოს მდივანი ომარ ხეცია, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძიაპშბა, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ სამსაონია, ე.წ. სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრეი ბობუა, ასევე ე.წ. შსს-სა და უშიშროების რეგონალური სამსახურებისა და რუსეთის საოკუპაციო ე.წ. სასაზღვრო ჯარის წარმომადგენლები.