რატომ მოიკლა თავი აფხაზურ გალში ეთნიკურმა ქართველმა - ამ თემაზე გალში გამართულ შეხვედრაზე დღეს იმსჯელებენ.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ოკუპირებულ რეგიონში ახლა იწყება.
ქართულ მხარეს შეხვედრაზე საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი წარადგენს. შოთა უტიაშვილის განცხადებით, მსჯელობის მთავარი თემა ის პრობლემები იქმნება, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის დროს ეთნიკურ ქართველებს ექმნებათ.
"საკითხების ჩამონათვალი ტრადიციულია, თუმცა ამასთან ერთად გვაქვს რამდენიმე ახალი საკითხი მათ შორისაა ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც გალის რეგიონში ჯარში გაურკვეველ ვითარებაში იძულებით გაწვეული ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა. დაიწყო ასევე ე.წ. საზღვრის უკანონო დემარკაცია ასევე არის პრობლემები მოსახლეობის გადადგილებასთან დაკავშირებით", _ აცხადებს უტიაშვილი.