ავტორები პროექტ-წინადადებებისა, რომელიც რამდენიმე ჰუმანიტარულ საკითხს მოიცავს, არ ითვალისწინებენ იმას, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სუვერენული სახელმწიფოებია და არა საქართველოს შემადგენელი ნაწილი", - ამის შესახებ "რესს" ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა განუცხადა.
მისი თქმით, პროექტ-წინადადებები სეპარატისტულ მხარეს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა 1 ოქტომბერს ცხინვალში ვიზიტის დროს ჩაუტანეს.
"ჟენევის თანათავმჯდომარებისგან ჩვენ მივიღეთ რამდენიმე ჰუმანიტარული სახის შეთავაზება, სადაც 99% პოლიტიკაა და 1% ეხება მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხებს", - აღნიშნა ჩოჩიევმა და აქვე დასძინა, რომ მათ სულ სხვა საკითხები დააყენეს, რომელსაც "ოსური მხარე" ჟენევის მოლაპარაკებზე გააჟღერებს.
"ოსური, აფხაზური და რუსული დელეგაციები ჟენევაზე მკაცრად უჭერენ მხარს მედვედევი-სარკოზის შეთანხმების მოთხოვნებს, სადაც მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ აუცილებელია შეიქმნას იურიდიული დოკუმენტი, რომელიც იქნება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე თავდაუსხმელობის გარანტორი", - ამტკიცებს ჩოჩიევი.
ამასთან, სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელის თქმით, ამერიკა და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს და ამ ქვეყნების ხელისუფლება ცდილობს დარწმუნოს, რომ არ არის საჭირო თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. ისინი კვლავ განაგრძობენ საქართველოს შეიარაღებასა და წვრთნას.
მიუხედავად ყველაფრისა, ბორის ჩოჩიევის შეფასებით, ჟენევის მოლაპარაკებს გარდა არსებული სირთულეებისა, დადებითი მხარეც გააჩნია.