რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეში ავტობუსების სადგური დაბომბეს, 20 ადამიანი დაშავდა.
ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი იუწყება.
მისივე ცნობით, მტერმა მეორე დარტყმა განახორციელა ზაპოროჟიეს სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკაზე.
მისივე ცნობით, ზაპოროჟიეზე დარტყმის შედეგად დაზიანდა 7 საცხოვრებელი კორპუსი და არასაცხოვრებელი ფართი.
შენობებში ჩამსხვრეულია ფანჯრები და დაზიანებულია სახურავები.
სასწრაფო სამაშველო ოპერაციები დასრულენულია.
„დარტყმების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი მაშველებმა დანგრეული შენობების ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
დაზარალებულთა რაოდენობა ზუსტდება“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.