აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, ტემი ბრიუსს, გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლის მოადგილედ დანიშნავს. ამის შესახებ Politico იუწყება.
„მოხარული ვარ გაცნობთ, რომ ვნიშნავ ტემი ბრიუსს, დიდ პატრიოტს, ტელეწამყვანსა და ბესტსელერების ავტორს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აშშ-ის შემდეგი წარმომადგენლის მოადგილედ“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ში.
ტრამპის მეორე ვადის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ბრიუსი სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი ყველაზე საჯარო სახე იყო, რომელიც რეგულარულად ატარებდა პრესკონფერენციებს ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის შესახებ.
ტრამპმა ბრიუსი, Fox News-ის ყოფილი თანამშრომელი, სახელმწიფო დეპარტამენტში თანამდებობაზე თავდაპირველად იანვარში წარადგინა.
გაერო-ში წარმომადგენლის მოადგილის პოზიცია სენატმა უნდა დაამტკიცოს.