უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში ადასტურებენ, რომ სარატოვში ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანა იერიში.
გენშტაბის ცნობით, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ფედერაციის საწვავის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საოკუპაციო ძალების ნავთობპროდუქტებით მომარაგებაშია ჩართული. მისი წლიური გადამუშავების სიმძლავრე 7 მილიონ ტონამდე ნავთობია.
„უკრაინის თავდაცვის ძალები სისტემატურად აგრძელებენ ზომების მიღებას, რომლებიც მიმართულია მოწინააღმდეგის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ, რათა აიძულონ, შეწყვიტოს შეიარაღებული აგრესია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. რუსეთის ტერიტორიაზე არსებული თითოეული დაზიანებული ობიექტი, რომელიც მონაწილეობს უკრაინის წინააღმდეგ მისი დანაშაულებრივი ომის უზრუნველყოფაში, გვაახლოებს სამართლიან მშვიდობასთან“, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.