10 აგვისტოს ღამეს, რუსეთის ქალაქ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის სხვა რიგ რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემების მოქმედებისა და აფეთქებების შესახებ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ცნობებს ურუსული Telegram-არხები ავრცელებენ.
ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, სარატოვზე დრონების მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო და ვიდეოკადრები, რომლებშიც ისმის აფეთქებების ხმა.
ადგილობრივების თქმით, ძლიერი აფეთქების ხმები სიმოდა, რამაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.
სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ „ზიანი მიადგა ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოს“.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაციების ლიპეცკსა და ვორონეჟში საჰაერო თავდაცვის აქტივობისა და აფეთქებების შესახებ.