კახეთში, გომბორის უღელტეხილზე გამართულ ფოლკლორულ ფესტივალზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს