რუსული მედიის ცნობით, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეუტიეს რუსეთის კომის რესპუბლიკაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 2 000 კილომეტრში მდებარეობს.
კომის რესპუბლიკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, როსტისლავ გოლდშტეინმა განაცხადა, რომ კომიში უპილოტო საფრენი აპარატების ფრენებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომებია მიღებული. მისივე თქმით, არავინ დაშავებულა.
Telegram-ის არხების ცნობით, დრონებმა ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნული ქარხნიდან და უხტის სავაჭრო ცენტრიდან ევაკუაცია განახორციელა.