იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია დღეს განხორციელდება.
ავიაკომპანია Georgian Airways-ის ორი საჰაერო ხომალდი თბილისიდან უკვე რომის მიმართულებით მიფრინავს და საღამოს სამშობლოში საქართველოს 200-მდე მოქალაქეს დააბრუნებს.
ავიაკომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, ჩარტერული ავიარეისების შესრულებაზე გადაწყვეტილება გუშინ იქნა მიღებული.
რაც შეეხება თავად ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოების ნაწილს, Georgian Airways-ის ყველა თანამშრომელი, რომელიც რეისში იღებს მონაწილეობას, ჩამოყვანილ პირებთან ერთად სავალდებულო საკარანტინო პერიოდს გაივლიან, თვითმფრინავების დეზინფექცია კი, რეისის შესრულებისთანავე საერთაშორისო პირობების დაცვით განხორციელდება.