შესაძლოა, iPhone 12-ის გამოსვლა გადაიდოს. gemug.ge-ს ინფორმაციით, შესაძლოა Apple-მა მარტის ღონისძიება არ გამართოს და გამზადებული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის iPhone 9 (SE2) პრესრელიზის სახით გაავრცელოს.
რაც შეეხება წლის მთავარ მოვლენას, ანუ სექტემბრის ღონისძიებას, სადაც "ჩაკბეჩილი ვაშლის" მენეჯმენტი ტრადიციულად ახალ iPhone-ს წარმოადგენს ხოლმე, შესაძლოა გადაიდოს.
Bank of America-ს ანალიტიკოსების აზრით, კორონავირუსის გამო, ახალი iPhone 12-ების გამოშვებამ სექტემბრის ნაცვლად, შეიძლება ოქტომბერ-ნოემბერში გადაიწიოს.