მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებით, პირველ რიგში, მოიგო ჩვენმა ქვეყანამ, მოიგო ჩვენმა საზოგადოებამ და რაც მთავარია, ხელისუფლებამ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიასთან მიღწეულ შეთანხმებაზე.
"მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებით, პირველ რიგში, მოიგო ჩვენმა ქვეყანამ, მოიგო ჩვენმა საზოგადოებამ და რაც მთავარია, ხელისუფლებამ. ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, ჩვენს მოქალაქეებს და საერთაშორისო თანამეგობრობას ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი და დემოკრატიული ხელისუფლება, რომლის უპირველესი პრიორიტეტი არის დემოკრატიის გაძლიერება და საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიული არჩევნების შეთავაზება. ასევე, ზრუნვა ქვეყნის უსაფრთხოებაზე. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ საარჩევნო წელს არ მოხდება რაიმე ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებმაც შეიძლება კვლავ შეკითხვები და მომავალი ახალი განხილვები წარმოშვას ამ პროცესში. რა თქმა უნდა, მართლმსაჯულება არის ხელისულფების დამოუკიდებელი შტო და პოლიტიკოსები მასზე ვერანაირ პირდაპირ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.