წალენჯიხაში ძლიერი ხანძარია. წალენჯიხის მერის ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, ცეცხლი ხმელ ბალახსა და ფიჩხებს სოფელ სქურში, მადანის მთაზე უკიდია.
მისივე თქმით, ხანძარია სოფელ მიქავაში, სადაც რამდენიმე ჰექტარზე ცეცხლი ეკალ-ბარდებს მოედო. ხანძრის მოსახლეობამდე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
"მადანის მთაზე მიუვალი ადგილია ტექნიკისთვის და მეხანძრეები ფეხით ადიან, მიქავაში კი, საკმაოდ ძლიერი ხანძარია და ადგილზე რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობს“, - აღნიშნა წალენჯიხის მერმა.
ცეცხლი ორივე ლოკაციაზე დღეს საღამოს გაჩნდა.