8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვის დღეს, ქალთა მოძრაობა ფემიციდის წინააღმდეგ და ქალთა უფლებების დასაცავად აქციას მართავს.
აქცია ფილარმონიის შენობის წინ 15 საათზე დაიწყება.
"წელს ფემიციდი ყოველდღიურობად გვექცა: სულ რაღაც 2 თვეში 8 ქალი მოკლეს. დამნაშვეს ყველა სხვაში ხედავს. ფემიციდი სოციალურ პრობლემად იქცა და დროა, პასუხისმგებლობა თითოეულმა ჩვენგანმა იგრძნოს.
8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვის დღეს, 15:00 საათზე ქალთა მოძრაობა ფილარმონიის წინ გამართავს პერფომანსს იმ გულგრილობის გასაპროტესტებლად, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ქალზე ძალადობის მიმართ.
თუ ხარ ქალი, თუ თვლი რომ ქალებს ქალობისთვის სჯიან, თუ იბრძვი საკუთარი და სხვა ქალების უფლებების დასაცავად - მოდი!",- აღნიშნულია განცხადებაში.