დღეს, 8 ოქტომბერს, თელავში, ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეაში, მხატვარ გიორგი ბერძნიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
გამოფენა მხატვრის 80 წლის იუბილეს ეძღვნება.
გიორგი ბერძნიშვილის ნამუშევრები ფერად ლითონებზე, ლინოლეუმზე, ხესა და ორგანულ მინაზეა შესრულებული.
მის მიერ სპილენძის ფირფიტაზე გამოსახული "მოცარტის პორტრეტი ვენაში" ქალაქ ზალცბურგში მოცარტის სახლ-მუზეუმის ექსპოზიციაშია დაცული.
გიორგი ბერძნიშვილი მრავალ რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენაში იღებდა მონაწილეობას. Gგარდა ამისა, ბერძნიშვილი ლექსების რამდენიმე კრებულის ავტორია.
80 წლის იუბილეს გიორგი ბერძნიშვილს თელაველი პოეტები პოეზიის საღამოთი მიულოცავენ.