უკრაინის უმაღლესმა რადამ, რიგგარეშე სხდომაზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დენის შმიგალის კანდიდატურა დაამტკიცა.
გადაწყვეტილებას, რომლის მიღებასაც მინიმუმ 226 ხმა სჭირდებოდა, მხარი 291-მა დეპუტატმა დაუჭირა.
უკრაინელ დეპუტატებს შმიგალის კანდიდატურა დასამტკიცებლად პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარუდგინა.
უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა უნდა შეარჩიოს კაბინეტის წევრობის კანდიდატები, გარდა საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებისა, და რადას წარუდგინოს დასამტკიცებლად.
საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატებს პრეზიდენტი წარადგენს.
დღესვე, უკრაინის რადამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ალექსეი ჰონჩარუკი.