ქუთაისის ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და კოპანია ბილაინის მხარდამჭერით, "ხელოვნების აკადემია" 8 ოქტომბერს ქუთაისში საქველმოქმედო ღონისძიებას ჩაატარებს. ღონისძიებაში მონაწილეობას ხელოვანები, კონკურსის ლაურეატები და სტიპენდიანტები მონაწილეობენ.
ღონისძიების ორგანიზებას, სპონსორი კომპანიების რეკლამირებას და მასმედიის ჩართულობას უზრუნველყოფს "ხელოვნების აკადემიის" საორგანიზაციო ჯგუფი.
საკონცერტო პროგრამის პირველი ნაწილი ვალერიან შიუკაშვილისა და ქუთაისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი იქნება თენგიზ ჭუმბურიძის დირიჟორობით.
სოლო კონცერტს გამართავს "ხელოვნების აკადემიისა" და საერთაშორისო ფონდის დამფუძნებელი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი. კონცერტი ეძღვნება ქუთაისის სახელმწიფო ორკესტრის დირიჟორის, ღვაწლმოსილი მუსიკოსის თენგიზ ჭუმბურიძის ხსოვნას.