2010 წლის 20-24 ოქტომბერს თბილისში ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების 100 წლისთავი აღინიშნება.
საიუბილეო დღეები თბილისში ოქტომბრის მეორე ნახევარში აღინიშნება. დაგეგმილია ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი სპეციალური ფოტოგამოფენის მოწყობა, წიგნის გამოცემა. საქართველოს კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი ჭაბუკიანის ძეგლის პროექტზე, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში დაიდგმება.
განუმეორებელი მოცეკავავისა და დიდი ქორეოგრაფის, ქართული კლასიკური ბალეტის ფუძემდებლის იუბილე იუნესკომ ჯერ კიდევ გასულ წელს შეიტანა იმ ჩამონათვალში, რომელსაც იუნესკოს წევრი სახელმწიფოები აღნიშნავენ.
ვახტანგ ჭაბუკიანის საიუბილეო დღეების მთავარი ღონისძიებები იქნება ორი საბალეტო სპექტაკლი და საიუბილეო გალა-კონცერტი.
20 ოქტომბერი
ა.კრეინი. ლაურენსია. ბალეტი ორ მოქმედებად.
რუსთაველის თეატრში. დასაწყისი 19.00 საათზე
22 ოქტომბერი
ლ.მინკუსი. დონ კიხოტი. ბალეტი სამ მოქმედებად.
ჩელიტა - ანასტასია სტაშკევიჩი (მოსკოვის დიდი თეატრი)
ბაზილი - ვიაჩესლავ ლოპატინი (მოსკოვის დიდი თეატრი)
რუსთაველის თეატრში. დასაწყისი 19.00 საათზე
24 ოქტომბერი
ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი.
თბილისის საკონცერტო დარბაზი. 19.00 საათზე
ღონისძიებების ფარგლებში თბილისში, ელენე გლურჯიძე (ინგლისის ნაციონალური ბალეტი), ანდრეი ერმაკოვი, (მარიას თეატრი), არიონელ ვარგასი, (ინგლისის ნაციონალური ბალეტი), იგორ ზელენსკი (მარიას თეატრი), ანხელ კორელა (ამერიკის ბალეტის თეატრი), კარმენ კორელა (ამერიკის ბალეტის თეატრი), ვიაჩესლავ ლოპატინი (მოსკოვის დიდი თეატრი), დავით მახათელი (ინგლისის სამეფო ბალეტი), ირმა ნიორაძე (მარიას თეატრი), თამარა როხო (ინგლისის სამეფო ბალეტი), ნატალია სომოვა (სტანისლავსკის და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის თეატრი), ანასტასია სტაშკევიჩი (მოსკოვის დიდი თეატრი),სემიონ ჩუდინი (სტანისლავსკის და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის თეატრი) და ალექსანდრე ცვარიანი (ჩელიაბინსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი) ჩამოვა.
თბილისში ასევე ჩამოსვლას გეგმავენ ბალეტის კრიტიკოსები, ცნობილი მოცეკვავეები, ქორეოგრაფები და ბალეტმაისტერები.