15-16 ოქტომბერს სეპარატისტულ აფხაზეთში "საქმიანი ფორუმი" გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ფორუმის გახსნის დღისათვის სოხუმში რიგი ობიექტების გახსნა იგეგმება, რომლებიც დღეს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მოინახულა.
ე.წ. სამთავრობო ინფორმაციის მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე ალიას ჩოლოკუა აცხადებს, რომ ამ დღისათვის სოხუმში გაიხსნება: რუსული წიგნის სახლი, მოხუცებულთა სახლი "ნადეჯდა" და "როსნეფტის" ავტოგასამართი კომპლექსი. "ყველა მათგანის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება", _ აცხადებს ჩოლოკუა.
მასალის გამოყენების პირობები