ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროშია მოთავსებული. მიმდებარე ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ამ ადამიანებს 2 კვირის განმავლობაში დააკვირდებიან.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს დახმარებით, სპეცრეისით საქართველოში ჩამოიყვანეს ჩინეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.