ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ჩეჩნეთის მეთაურს რამზან კადიროვს დაბადების დღე, ჩეჩენ ხალხს კი ქალაქ გროზნოს დაარსების 192-ე წლისთავი მიულოცა.
კოკოითმა კადიროვს მისალოც ბარათში "რუსეთის რეგიონალური ერთ-ერთი ქარიზმატული ლიდერი" უწოდა და განაცხადა, რომ მისთვის დაბადების დღის მოლოცვა "დიდი პატივია".
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ედუარდ კოკოითის მისალოც ბარათში ასევე ხაზი აქვს გასმული რამზან კადიროვის განსაკუთრებულ "ნიჭიერებას".
"თქვენი დიდი გამოცდილების, მმართველისა და ორგანიზატორის ნიჭის წყალობით, თქვენ, წარმატებით ახორციელებთ რესპუბლიკის გარდაქმნით რეფორმებს, რომლებიც ჩეჩენი ხალხის ცხოვრების დონის ამაღლებისკენაა მიმართული", _ ნათქვამია კოკოითის მისალოც წერილში.