სეპარატისტულ აფხაზეთში "ტაქსი-ქალებისათვის" იქმნება. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ოფისში "ლედი-ტაქსი" ამჟამად იმ ქალების ქასტინგი მიმდინარეობს, რომლებსაც ამ ფირმასთან კონტრაქტის გაფორმება სურთ.
აფხაზური მედია აღნიშნავს, რომ მთელს მსოფლიოში ასეთი მომსახურება დიდი მოთხოვნით სარგებლობს.
"ეს იქნება ექსკლუზიური ტაქსი ქალაქისათვის, რომელიც სხვა ტაქსებისგან კარდინალურად განსხვავებული იქნება. ტაქსის როგორც მძღოლები ისე მგზავრები მხოლოდ ქალები იქნებიან. ტაქსს ასევე ექნება დამატებითი მომსახურებები "ავტოძიძა", "შპოპინგი" და ა.შ. სოხუმელ ტაქსის მძღოლებს ავტომობილზე თავისი ემბლემა ექნებათ", _ იუწყება აფხაზური მხარე.