13 ნოემბერს, 17:00 საათზე, "ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში გაიმართება "სტუდია მონიტორის" მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების ამსახველი ფილმის ჩვენება. ფილმი ეხება ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციის მშენებლობის კანონიერებას და მშენებლობაზე გაწეულ ხარჯებს.
ფილმში მოთხრობილია რეზიდენციის ადგილას მცხოვრები ერთი ოჯახის ისტორია, ამ ოჯახმა კუთვნილი სახლი სახელმწიფოს დაუთმო, მაგრამ სანაცვლო კომპენსაცია 5 წლის განმავლობაში ვერ მიიღო. ფილმში ნაჩვენებია თბილისის მერიის, საჯარო რეესტრის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი სამართალდარღვევები.
ჟურნალისტური გამოძიება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის~ სამართლებრივი მხარდაჭერით მომზადდა.