ჩვენი ამოცანაა, რომ ერთიანი ოპოზიციური ფრონტით დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, გიგი უგულავას ე.წ ფონდის საქმეზე კიდევ სამი წლით პატიმრობა მიესაჯა.
“ის, რომ ივანიშვილს ეშინია ევროპული საქართველოსი, გამოჩნდა იქიდან, რომ პირველ სამიზნედ მან აარჩია გიგი უგულავა, ამიტომ ჩვენი პარტია გააგრძელებს ბრძოლას.
ღირსეული და ვაჟკაცური ბრძოლის მაგალითი ყველას მისცა გუშინ უგულავამ, ყველამ ნახა, როგორ მივიდა და შევიდა ციხეში. ჩვენ ვიქნებით ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში დანარჩენ ოპოზიციასთან, ჩვენი ამოცანაა, რომ ერთიანი ოპოზიციური ფრონტით დავამარცხოთ ქართული ოცნება. მკაფიოდ მინდა მივმართო ქართულ ოცნებას, ნებისმიერ საარჩევნო სისტემაში, ნებისმიერ არჩევნებში, რიგგარეშეში, თუ დაგეგმილში, ჩვენ თქვენ მოგიგებთ და გაგიშვებთ პოლიტიკურ მოუსვლელში“, - თქვა ბაქრაძემ.