საქართველოში მყოფი ევროკავშირის ელჩების დელეგაცია საქართველოს მთავრობისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.
დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც საქმიანი ლანჩის ფორმატით წარიმარტება. ასევე _ საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან, სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან. შეხვედრების შემდეგ გაიმართება პრესბრიფინგი.
დღესვე დაგეგმილია ელჩების შეხვედრა საპარლამენტო და არასა პარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
როგორც დელეგაციის ხელმძღვანელი, შვედეთის ელჩი ევროკავშირში ოლიფ სკუგი აცხადებს, დელეგაციის ვიზიტის მიზანია, შეისწავლოს საქართველოში როგორც პოლიტიკური ვითარება, ასევე კონფლიქტურ ზონებში არსებული მდგომარეობა.