2020 წელს საქართველო მრავალეროვნულ საერთაშორისო სწავლებას "ღირსეული პარტნიორი" (Noble Partner) მეხუთედ უმასპინძლებს.
თბილისში მთავარი დაგეგმვის კონფერენცია დღეს ოფიციალურად გაიხსნა. კონფერენციის მიზანი სწავლების ჩატარებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვაა.
საერთაშორისო სწავლება "ღირსეული პარტნიორი" მიმდინარე წლის სექტემბერში ვაზიანის პოლიგონზე გაიმართება. სწავლება, რომელიც საველე და საშტაბო კომპონენტისგან შედგება, ასევე მოიცავს კიბერუსაფრთხოებას, საინფორმაციო ოპერაციებს და ელექტრონული ბრძოლის საწინააღმდეგო ელემენტებს.
"ღირსეული პარტნიორი 2020"-ის მთავარი გზავნილია "ძალა პარტნიორობაშია". მრავალეროვნული სწავლების მიზანია: საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის დონისა და ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესება, ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება