ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯში რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. "რესის" ინფორმაციით, საქართველოს ორი მოქალაქე რუსმა მესაზღვრეებმა 5 ოქტომბერს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის დროს აიყვანეს, რომელთაც თან არანაირი პირადი საბუთი არ გააჩნდათ.
სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ არცევში 4 ოქტომბერს დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელსაც ასევე თან არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
დაკავებულები რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშრობის სამსახურს უკვე გადასცეს.