რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, უგულავამ 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ევროპული საქართველოს“ ერთ0ერთი ლიდერის გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.
კახა კალაძე პოლიტიკური ნიშნით დევნას გამორიცხავს და აცხადებს, რომ თუ რომელიმე პირს ჩადენილი აქვს დანაშაული, ამას სახელწიფოს მხრიდან რეაგირება აუცილებლად მოჰყვება.
"რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, უგულავამ 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო. თუ ადამიანს აქვს დანაშაული, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან იქნება რეაგირება,"- განაცხადა კახი კალაძემ.