დღეს, სემეკში გამართულ საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა საჩივრები განიხილეს. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები შეეხებოდა დავებს მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის.
✅ კერძოდ, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან განხორციელებულ დარიცხვებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საკითხებს. საჯარო სხდომაზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა. კომისიამ მომხმარებლებს დღეს 3721 ლარი ჩამოაწერა.
✅ სემეკი შეახსენებს მოქალაქეებს, რომ თუ კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან დაირღვა თქვენი უფლებები მიმართეთ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 16216. მოქალაქეებს კონსულტაციის მიღება შეუძლიათ სემეკის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.