ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლას ეხმიანება და ამბობს, რომ გამოსვლა იყო “სამარცხვინო“, რადგან ზურაბიშვილმა გამოსვლა გაახანგრძლივა, რომ კითხვებზე პასუხის დრო არ დარჩენილყო.
"კონკრეტულ კითხვაზე, აპირებს თუ არა, რომ მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, ამაზე, პრაქტიკულად, არა უპასუხა. ეს არ არის კითხვა, რომელსაც შეიძლება გვერდი აუარო, ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი ძალიან ნათელი და მკაფიო კი არის. ამაზე პასუხი იყო ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო. მეორე დიდი პრობლემა ის არის, რომ პრაქტიკულად, დაადასტურა, რომ აპირებენ, გვერდი აუარონ კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და საქართველოში მიიღონ ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი. ასევე, ტყუილების გავრცელებით არის დაკავებული, კონკრეტულად, ის ნაწილი, როცა თქვა, რომ ჯერ გადადგა სპიკერი და მერე მოხდა გავრილოვის ღამე და "შეტევა პარლამენტზე" ,-ამბობს სერგი კაპანაძე.