სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ალექსნადრე ანქვაბი დღეს თავისი მოვალეობების შესრულებას შეუდგა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, თავად ანქვაბი აცხადებს, რომ იგი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტზე თავდასხმა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს მოხდა. გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში, ნათესავის სახლს, სადაც ბოლო წლებია ანქვაბი ცხოვრობს, ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს. ალექსანდრე ანქვაბი ფეხში დაიჭრა. უცნობმა პირებმა მის სახლს ყუმბარმტყორცნიდან გაუხსნეს ცეცხლი. ჭურვი ოთახში შევარდა, სადაც მას ეძინა.
მასალის გამოყენების პირობები