რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან საბაჟო საქმეებში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მედვედევმა ასევე ნება დართო რუსეთის ფედერალურ საბაჟო სამსახურს მითითებული შეთანხმებებში ხელის მოწერის დროს მასში რუსეთის მთავრობის მიერ მოწონებული პროექტები ჩართონ.