ცხინვალის რაიონის სოფელ ზონკარს ამიერიდან ცადიხაუ ეწოდება, ერედვს - ირიხაუ, _ ეს გადაწყვეტილება მიიღო ოს სეპარატისტების მიერ შექმნილმა ე. წ. კომისიამ, რომელსაც სეპარატისტები ტოპონიმიკის კომისიას უწოდებენ და რომელიც, მათი ინფორმაციით, "ისტორიულად ოსური მიწებისა და ადგილებისთვის ოსური სახელწოდებების დაბრუნებითაა დაკავებული".
კომისიის დღევანდელ სხდომას, ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ვიცე-პრემიერი დომენტი კულუმბეგოვი ხელმძღვანელობდა.
"კომისიის წევრებმა სამხრეთ ოსეთის დასახლებული პუნქტების ისტორიულად ოსური სახელწოდებები განიხილეს, რათა სწორედ ამ სახით დაიტანონ ისინი ახალ ადმინისტრაციულ რუკაზე. მაგალითისთვის - ცხინვალის რაიონის სოფელი ზონკარს დაუბრუნდა სახელწოდება ცადიხაუ, ხოლო ერედვს ირიხაუ", _ იუწყებიან სეპარატისტები.