5-6 ოქტომბერს კულტურული სეზონის "როსია-აფხაზია 2010"-ის ფარგლებში, რუსეთის კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის ე.წ. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სოხუმში რუს მწერალთა და აფხაზეთის საზოგადოების შემოქმედებითი შეხვედრები გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აფხაზეთში ხუთი მოსკოველი ავტორიტეტულ მწერალი ჩავა: მაქსიმ ამელინი, ანდრეი ვოლოსი, ანნა ბერსენევა, არტურ გივარგიზოვი და ალექსანდრე ნაბოკოვი.
რუს მწერალთა აფხაზეთში ყოფნის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები აფხაზ მკითხველთან. რუსი მწერლები ასევე შეხვდებიან აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
6 ოქტომბერს რუსი მწერლები გალის რაიონის მონახულებას გეგმავენ. ისინი ადგილობრივ ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნებს ჩაუტანენ.