სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პიტერ სემნების განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას აგრძელებს. ამის შესახებ სემნებიმ ჟურნალისტებს თემურ იაკობაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
"ევროკავშირის აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. რაც უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება იქ არსებული ვითარების შესახებ, საქართველოს მით უკეთ დავეხმარებით", - განმარტა სემნებიმ.
მისი თქმით, ევროკავშირი თავის როლს შეასრულებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებაში.
"თემურ იაკობაშვილთან სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრეთ - თუ როგორ შეიძლება სტრატეგია ერთობლივად განვახორციელოთ", - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ სემნები თბილისში დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან ერთად ჩამოვიდა.