“საქართველოს ხელისუფლება, პირველ რიგში, არის ქართული და შემდეგ პროდასავლური, ცალსახად, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
„პირველ რიგში, ჩვენ, როგორც პოლიტიკოსები, როგორც მთავრობა ვალდებულები ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეების და საქართველოს ინტერესების დამცველები ვიყოთ და მერე ვართ ჩვენ პროდასავლელები. პროდასავლელი ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ შენ ჯერ შენი ქვეყნის ინტერესებს აცნობიერებ და მერე შემდეგ უკვე გადიხარ დასავლურ სივრცეში სამუშაოდ.
ქართული არის ეროვნული მასშტაბი და ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი ეროვნული ღირებულებები, ჩვენი ისტორია აწმყო და მომავალი და პროდასავლური ეს არის უკვე გლობალური დონე. ეს არის განსხვავება.
მე შეგახსენებთ ვაჟა-ფშაველას ცნობილ პუბლიცისტურ წერილს "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი". მე ამ ფილოსოფიაზე გავიზარდე და ვიზიარებ, ჩემი ცნობიერება ასეა, ასე გავიზარდე მე ჩემს ოჯახში და სკოლაში”, - თქვა თალაკვაძემ.