ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე განსახილველი საკითხები განიხილეს მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა პიერ მორელმა (ევროკავშირი) და ანტი ტურუნენმა (გაერო) სოხუმში სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ ღვინჯიასთან გამართული შეხვედრის დროს.
ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გარდა მომავალ 13 ოქტომბერს დაგეგმილი რაუნდის დღის წესრიგისა, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდებს.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებათა 13-ე რაუნდი 13 ოქტომბერს გაიმართება, 14-ე 16 დეკემბერს, 15-ე კი 2011 წლის მარტის დასაწყისში.