შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ, ტყეში შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავრცელებს.
„ადგილზე მობილიზებულია 20-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს დამატებითი ძალის მობილიზება. რთული რელიეფის გამო ცეცხლთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკით მისვლა ვერ ხერხდება. გათენებისთანავე, საჭიროების შემთხვევაში, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“, - იტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის