რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკო აცხადებს, რომ რუსეთსა და ნატოს შორის ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები არ უნდა იყოს დაკავშირებული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ რუსეთის სამხედრო ბაზებთან.
"დიახ, ჩვენ ახლა გვეუბნებიან, რომ ვინაიდან ნატო საქართველოს "ტერიტორიული მთლიანობის" პრინციპიდან გამოდის, რუსეთმა უნდა მოსპოს თავისი სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მაგრამ ეს სამხედრო ბაზები, ხომ იქ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე იმყოფება მიმღები სახელმწიფოს თანხმობით", _ აცხადებს სერგეი ლავროვის მოადგილა და დასძენს, რომ ყოველივე ზემოთქმულის გარდა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ რუსეთის სამხედრო ბაზებს აქვთ ერთი მიზანი - არ დაუშვან აგვისტოს ტრაგედიის გამეორება.
"იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენ გვსურს გვქონდეს მყარი რეჟიმი შეიარაღებაზე, მაშინ ამ მიზნის მიღწევის გზაზე არ უნდა შევქმნათ ხელოვნური პოლიტიკური წინააღმდეგობა. არ შეიძლება შეიარაღებაზე კონტროლი ისეთ რამეს დავუკავშიროთ რასაც ამასთან არავითარი კავშირი არა აქვს", _ განაცხადა ალექსანდრე გრუშკომ.
მასალის გამოყენების პირობები