დღეს, 4 ოქტომბერს, 15:00 საათზე სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ქარული მოდის კვირეულის ორგანიზატორები პირველ პრესკონფერენციას გამართავენ.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად, 26-29 მარტს, გამართულმა მოდის კვირეულმა ქართული მოდის სამყაროში დიდი გამოცოცხლება გამოიწვია. გაიმართა 17 ქართველი და 4 უცხოელი დიზაინერის ჩვენება.
ამჯერად ქართული მოდის კვირეული 22-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები 3 სივრცეში ჩაივლის. რუსთაველის თეატრის მცირე, სამეჯლისო და საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზებში.
22 ოქტომბერს მოდის კვირეული ავთო ცქვიტინიძის ჩვენებით გაიხსნება, ჩვენებისთვის განსაკუთრებული ადგილია შერჩეული.
Georgian Fashion Week- ში 3 ცნობილი უცხოელი დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას. მათი ჩვენებები საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართება.