7 - 10 ოქტომბერს ბათუმში ანიმაციური ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი" გაიმართება.
ფესტივალზე 39 ქვეყნის საუკეთესო ანიმაციური ფილმები იქნება ნაჩვენები. 
გამარჯვებული ფილმი ნომინაციაში „საუკეთესო ინტერნეტ-ფილმი", ხმის მიცემის საფუძველზე გამოვლინდება. 
ინტერნეტ-კონკურსის შედეგები ფესტივალ „თოფუზი"-ს დახურვის ცერემონიალზე, 10 ოქტომბერს, გახდება ცნობილი.